ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები: რუსეთის მოქმედება ევროპულ უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები: რუსეთის მოქმედება ევროპულ უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები: რუსეთის მოქმედება ევროპულ უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის„რუსმა ლიდერებმა უკვე გააკეთეს იმის დემონსტრირება, რომ მზად არიან სამხედრო მეთოდებით მიაღწიონ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს“ – ნათქვამია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
დანიის, ისლანდიის, ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრების ერთობლივ კომუნიკეში რუსეთს „ევროპული უსაფრთხოების ყველაზე დიდი პრობლემა“ უწოდეს. მათი აზრით, ევროპა უნდა მოემზადოს შესაძლო კრიზისებისთვის და ინციდენტებისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან არის შესაძლებელი. „რუსეთის ლიდერებმა უკვე გააკეთეს იმის დემონსტრირება, რომ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მზად არიან საერთაშორისო ნორმები დაარღვიონ და ამისთვის გამოიყენონ პრაქტიკული და ეფექტური სამხედრო მეთოდები“ ნათქვამია დოკუმენტში.
ჩრდილოეთ ქვეყნების მინისტრებმა ბალტიის ქვეყნებს სოლიდარობა გამოუცხადეს, სადაც „რუსეთი სამხედრო და სადაზვერვო აქტიურობებს ეწევა.“
ისინი დარწმუნებული არიან, რომ ბალტიის ქვეყნებში, სადაც ბევრი რუსი მოსახლეობა ცხოვრობს, შესაძლებელია რუსეთი შეიჭრას.

banner
წინა სტატიაშიგაერო: იარმუკსა და სირიაში დევნილების ბანაკი „სიკვდილის ბანაკს“ დაემსგავსა
შემდეგი სტატიაუმაღლესმა რადამ კომუნისტური და ნაცისტური სიმბოლიკები აკრძალა