ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები საომარი რეჟიმისთვის ემზადებიან ნორვეგიამ ბალტიის ქვეყნებთან დაიწყო მოლაპარაკებები, შვედეთმა და ფინეთმა კი ნატოსთან

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები საომარი რეჟიმისთვის ემზადებიან ნორვეგიამ ბალტიის ქვეყნებთან დაიწყო მოლაპარაკებები, შვედეთმა და ფინეთმა კი ნატოსთან

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები საომარი რეჟიმისთვის ემზადებიან ნორვეგიამ ბალტიის ქვეყნებთან დაიწყო მოლაპარაკებები, შვედეთმა და ფინეთმა კი ნატოსთან ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ინე ერიკსენ სერეიდემ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში რეორგანიზაცია გამოაცხადა და ეს „რუსული საშიშროებისათვის“ ეფექტურ მოსამზადებელ ეტაპად გამოაცხადა.
სკანდინავიის სხვა ქვეყნებმა შვედეთმა და ფინეთმა გადაწყვიტეს საკუთარი თავდაცვითი რესურსები გააერთიანონ და ნატოში შესვლის შესახებ დისკუსიები აღადგინონ.
„მიმდინარე წლის პირველ და მეორე თვეს რუსული სამხედრო თვითმფრინავების აქტიურობა გასულ წელთან შედარებით ბევრად გაზრდილია. ვხედავთ, რომ ისინი დიდხანს დაფრინავენ, სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებს იყენებენ და მათი ქცევის ხასიათი განსხვავებულია“ – ამბობს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ბრიტანულ გაზეთთან The Guardian. ამასთანავე მან თქვა, რომ რუსეთის საჰაერო სამხედრო ძალებს ნორვეგიის საზღვარი არასდროს დაურღვევიათ „იმისგან განსხვავებით, რაც ბრიტანეთის რეგიონში ხდება“, მან ყურადღება რუსეთის მიერ შორეულ აღმოსავლეთში გახსნილ ახალ ბაზებზე გაამახვილა.
CNN-თან ინტერვიუში ქალბატონი სერეიდე უფრო მკაცრი იყო, სადაც მან განაცხადა, რომ „უკრაინის კრიზისის მოგვარების შემდეგაც კი დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმს ვერ დაუბრუნდება. ჩვენ რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორად გვინოდა. ვცდილობდით საქართველოს 2008 წლის მოვლენები შეგვეფასებინა როგორც მისი გზიდან გადახვევა. მაგრამ ახლა რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში იგივე რიტორიკას ატარებს, რაც თავის დროზე საქართველოსთან ქონდა“ – თქვა მინისტრმა.
რადგანაც რუსეთის მხრიდან საშიშროება იზრდება, ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო რესტრუქტურიზაცია გადაწყვიტა. „რთული სათქმელია, რას უნდა ველოდოთ უახლოესი თვეების მანძილზე. მაგრამ ნებისმიერი შენმთხვევისთვის ოპერატიულად უნდა ვიყოთ მზად“ თქმა მინისტრმა და დაამატა, რომ ნორვეგია ბალტიის ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობას აპირებს.
კონსოლიდაცია თვითონ სკანდინავიის ქვეყნებს შორისაც ხდება. გასულ კვირას გაფართოებულ სამხედრო თანამშრომლობაზე განაცხადეს შვედეთმა და ფინეთმა „მიღწეულია შეთანხმება მთელი რიგი კონკრეტული პროექტების ფარგლებში. ორი ქვეყანა არა მხოლოდ ერთობლივ ქვედანაყოფებს ქმნის (2023 წლისთვის ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სამიზნე ჯგუფი შეიქმნება), არამედ ერთობლივად გამოიყენებს ლოჯისტიკურ რესურსებს. მთავარია, რომ იზრდება შესაძლებლობა იმისი, რომ რომელიმე ერთ-ერთ ქვეყანასთან კონფრონტაციის შემთხვევაში მას წინ ორი ქვეყანა ფინეთი და შვედეთი აღუდგება“ – ამბობს შვედეთის სამხედრო აკადემიის ლექტორი მანგუს კრისტიანსონი.
ექსპერტები ასევე თვლიან, რომ სკანდინავიასში მიმდინარე სერიოზული რეორგანიზაცია ავღანეთში დასრულებული ოპერაციის გამოც ხდება. თუმცა, სკანდინავიის ქვეყნების სახელმწიფო უწყებები რუსულ აგრესიაზე აკეთებენ აქცენტს.
ფინეთის პრემიერმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ მომდევნო მთავრობამ (რომელიც აპრილის შემდეგ ჩამოყალიბდება), ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხი უნდა დასვას. ფინეთის ცენტრის თებერვლის გამოკითხვებით ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის 26% უჭერს მხარს, 43 % კი წინააღმდეგია.

timer.ge

banner
წინა სტატიაშიბუკოვსკი: პუტინის რეჟიმის გარდა ვერავინ გაბედავდა კრემლთან ადამიანის მოკვლას
შემდეგი სტატიაილია მეორე: საქართველო აირჩია ღმერთმა,საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა