ჩოხატაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა

ჩოხატაურში წყალმომარაგების რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები დასრულებულია. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელეს.
დასრულებული სამუშაოების ხარისხი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეამოწმა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყლის გამანაწილებელი ქსელი (საერთო სიგრძით 42 კმ), აშენდა სატუმბი სადგურები, სალექარი, ჰორიზონტალური წყალმიმღები დრენაჟი, სადაწნეო მაგისტრალი და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საქლორატორო.
“პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა. დღეიდან, ჩოხატაურში მცხოვრები 1100 ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგებითა და ხარისხიანი სასმელი წყლით ისარგებლებს”, – აცხადეებენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
მათივე განმარტებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულებამ, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, 3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიკიევში “თბილისობა” აღინიშნა
შემდეგი სტატიაპირველად კავკასიაში – ტექნიკური უნივერსიტეტის, გრენოლდის აკადემიის და პორტს-ესპინიოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი