ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკა“ გაიხსნა

IVLITAS BIBLIOTE

19 ივლისს ჩოხტაურში, თბილისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეზე, მისი სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ბიბლიოთეკა მედიასახლ “გურია ნიუსის”, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციტივითა და ახალგაზრდების ენთუზიაზმით გაკეთდა.

ბიბლიოთეკას, სადაც ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების, ინტერნეტრესურსთან შეუზღუდავი წვდომის, ღია საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საჩუქრად წიგნები გადასცა.

ასეულობით დასახელების მხატვრული, შემეცნებითი, საბავშვო ლიტერატურა და აუდიო/ვიზუალური მასალა განათლების სამინისტროს თანამშრომლებისა და ქართული გამომცემლობების ძალისხმევით შეგროვდა. ნუსხაში შესულია წიგნები, როგორც საგამომცემლო, ისე პირადი ბიბლიოთეკიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისათვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის გამომცემლობებს: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, “მერიდიანი”, „კლიო”, „სიდი”, “ტრიასი“, „გაზეთი საქართველოს მაცნე”, ,„შემეცნება“, „წყაროსთვალი“, „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, „ოცდამეერთე“, „პედაგოგიკა“, „ინგლისური წიგნი საქართველოში“.

banner
წინა სტატიაში“სომეხი მესაზღვრეების მერ, საზღვრის გადმოწევის არანაირი მცდელობა, არ ყოფილა”
შემდეგი სტატიასაპატრულო ეკიპაჟი 14 წლის ბავშვს დაეჯახა