ჩირიკბა კოსტიუმიან პაპუასებს შეხვდა

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ დღეს სოხუმში ნაურუს დელეგაცია მიიღო.

იმ მრავალფეროვან საკითხებს შორის, რომელიც ამ ახალ დაძმობილებურ ე.წ. რესპუბლიკებს დაუგროვდათ, მთავარი განსახილველ საკითხად ორ ქვეყანას შორის ურთიერთერთობის საკითხი გამოიტანეს… როგორც ჩირიკბამ აღნიშნა, რომ ნაურუს დელეგაციის ვიზიტი პირველი ნაბიჯია, იმ დიდი შესაძლებლობების განსავითარებლად, რაც ამ ე.წ. რესპუბლიკებს მომავალში ელით.

ნაურუს დელეგაციის ლიდერმა, ვიცე-პრეზიდენტმა ადეანგ დევიდ ვაიაუმ, როგორც მაღალი რანგის დიპლომატს შეეფერებოდა, მადლობა გადაუხადა აფხაზ მასპინძლებს გულთბილი მიღებისათვის და აზიისა და წყნარი ოკეანის საპარლამენტო კავშირის გავლენიან საერთაშორისო ტრიბუნაზე, საკუთარი ქვეყნის სახელით აფხაზეთის წარდგენა შესთავაზა.

,,ჩვენ საერთაშორისო საპარლამენტო ასოციაციისა და წყნარი ოკეანის საპარლამენტო ასოციაციის წევრები ვართ… თუ თქვენი მხრიდან თანხმობა იქნება, მზად ვართ ამ ორგანიზაციებში აფხაზეთს წარმოვადგენდეთ,, განაცხადა ვაიაუმ.

ნაურუს დელეგაციის სიდიდით და მნიშვნელობით მეორე წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აკუა რენინ რენდოლფმა, რომლის სახელიც ,,აკუა,, აფხაზურად იგივეა რაც სოხუმი, განაცხადა რომ აუცილებელია აფხაზეთმა დანიშნოს საკუთარი ოფიციალური წარმომადგენელი (ანუ ელჩი) ნაურუს რესბუბლიკაში, რათა უფრო გაღრმავდეს ამ ქვეყნებს შორის კავშირი.

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო მინისტრმა ჩირიკბამ, ხაზი გაუსვა დიდ მნიშვნელობას ნაურუსთან სახელმწიფოთაშორისო დიალოგის განვითარებისა და აღნიშნა, რომ პატარა ქვეყნები უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე დიდი.

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა+ video
შემდეგი სტატიატროლინგი (Trolling) ქართულ ინტერნეტ სივრცეში