“ჩირიკბას თურქეთში ჩასვლა განხორციელდა აბსოლუტურად არაოფიციალურ ფორმატში”

"ჩირიკბას თურქეთში ჩასვლა განხორციელდა აბსოლუტურად არაოფიციალურ ფორმატში"თურქეთის საელჩო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას ანკარაში ვიზიტს არაფორმალურს უწოდებს.

“ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბას თურქეთში ჩასვლა განხორციელდა აბსოლუტურად არაოფიციალურ ფორმატში. მას არ ჰქონია არც ერთი ოფიციალური შეხვედრა ჩვენი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან. აღსანიშნავია, რომ არ არის არავითარი ცვლილებები ჩვენს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკაში”,-განუცხადეს “პირWელს” თურქეთის საელჩოში.

ცნობისათვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა თურქეთში იმყოფებოდა, სადაც მან შეხვედრები გამართა როგორც თურქეთის მმართველი პარტიის “სამართლიანობა და განვითარების” თავმჯდომარის მოადგილეს იასინ აკტაემთან, ასევე მმართველი პარტიის სხვა წევრებთან. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას თურქი დეპუტატები აფხაზეთის პირადად გაცნობით დაინტერესდნენ.

5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ვიაჩესლავ ჩირიკბას ხელმძღვანელობით აფხაზურმა დელეგაციამ შეხვედრები ჯანდაცვის, ეკონომიკის, სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესმენებთან და ასევე ანკარის დიდი რაიონის გიოლბაშის მერთან, ფათიხ დურუაისთანაც გამართა. ჩირიკბამ და დურუაისმა ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ ქალაქსა და გიოლბაშის მუნიციპალიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძის მომავალ არასასესიო კვირას კომიტეტებში მოუსმენენ
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – ქვეყნიდან წასვლა რომ მდომოდა, ისე წავიდოდი, რეპუტაციას არ შევილახავდი