ჩიორა თაქთაქიშვილი: უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს

საპარლამენტო უმცირესობის წარმოამდგენლებმა კანონპროექტის ავტორისგან მოითხოვეს, რომ გამჭვირვალე იყოს უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსის შერჩევის პროცესი. კანონპროექტის მიღების შემდეგ პრემიერს აქვს 10 დღიანი ვადა, რომ უსართხოების სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატი საზოგადოებას წარუდგინოს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციისთვის ვადები გათვალისწინებული არ არის და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ აპირებს უხელმძღვანელოს მოსმენების სამსახურს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ლევან იზორიას თქმით კი გამჭვირვალობის პროცედურები უზრუნველყოფილია. და კითხვების არსებობის შემთხვევაში დაინტერესებული პირები მიიღებენ პასუხებს საკომიტეტო და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა პროცედურების ფარგლებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმაზე საუბარი პარლამენტში გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: თუ არ გვინდა დემოკრატია, მაშინ მივყვეთ სხვა გზებს
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: არ გვაქვს განცდა, შს სამინისტრო ისე იყოფა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიდეს