ჩიორა თაქთაქიშვილი – სახალხო დამცველის ერთადერთი მოვალეობაა ხელისუფლების გამართლება

უმცირესობის დეპუტატის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველს ოპოზიციის კრიტიკა არ მოსწოს და მათ უტიფრად მოიხსენიებს.
როგორც თაქთაქიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ომბუდსმენი დღეს ხელისუფლების გამართლებით არის დაკავებული.
,,მაშინ როდესაც სახალხო დამცველი მთავრობას უნდა მოუწოდებდეს, რომ შეწყდეს ოპოზიციის დევნა, რომ არ მოხდეს დაპირისპირება, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნიადაგზე, არ მოხდეს უმცირესობების განსაკუთრებით შევიწროება და დევნა, ამ სიტუაციაში სახალხო დამცველი გვევლინება მთავარ ბრალმდებლად. მას არ მოსწონს კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ამის პასუხად უტიფრებად მოიხსენიებს ოპოზიციის წარმომადგენლებს. მისი ერთადერთი მოვალეობა არის ხელისუფლების გამართლება”, – განაცხადა თაქთაქიშვილმა.
პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე, სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენისას, უჩა ნანუაშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი – საფრთხის შემცველია ნორმა, რომლის მიხედვით, საკრებულოს შეუძლია არჩეულ მერს უნდობლობა გამოუცხადოს
შემდეგი სტატიარატომ ატარებენ კონცერტს ნინო ბაშარული და მისი მეგობრები?!