ჩიორა თაქთაქიშვილი: პრეზიდენტის მხოლოდ ერთი ინიციატივა იყო კარგი მეორე ბუნდოვანი

ჩიორა თაქთაქიშვილი: პრეზიდენტის მხოლოდ ერთი ინიციატივა იყო კარგი ერთიც ბუნდოვანი

უსუსტესი გამოსვლა – ასე აფასებს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი. დეპუტატის განცხადებით მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლაში იმის თქმაც ვერ მოახერხა რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და ეკონომიკურ პოლიტიკას ფუნდამენტური გადახედვა სჭირდება.

,, არ იცის ალბათ, რომ ყოველ მეორე დღეს ადამიანებს სახლში უვარდებიან, აყაჩაღებენ, აუთოებენ და კლავენ ფულის გამოძალვის მიზნით, ხოლო შსს სტატისტიკის გაყალბებით არის დაკავებული ამ დროს.
დაჟინებით იმეორებს “კონფლიქტების მოგვარება”! ეს არის რუსული ტერმინი და ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს 2 შიდა კონფლიქტი: აფხაზებთან და ოსებთან და არა ერთადერთ სახრლმწიფოსთან – რუსეთთან.
პარალელურ ინსტიტუტებს აკრიტიკებს, სამართლიანად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის და შესაბამისად პრობლემის სათავის ხსენებაც კი არ შეუძლია.
საერთაშორისო მესიჯებში არ ამბობს მკაფიოდ არაფერს: არც უკრაინისთვის დასავლეთისგან იარაღის მიწოდებაზე და სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობაზე, არც ნატოსგან ითხოვს მაპის მინიჭრბას საქართველოსთვის და არც რიგის სამიტისთვის არ აფიქსირებს მკაფიოდ, რომ საქართველოს ეკუთვნის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.
პარლამენტი ახსენა სულ ორჯერ და ორივეჯერ უდიდესი შეცდომა დაუშვა: 1. პარლამენტმა ე.წ. აფხაზეთის ხელშეკრულება რუსეთთან ანექსიად შეაფასაო! არა, ბატონო პრეზიდენტო! პარლამენტის უმრავლესობამ რომ რეზოლუცია ჩააგდო და არ მიიღო, სწორედ ამიტომ გამოვიდა ურავი ხალხი რუსთაველზე ანექსიის გასაპროტესტებლად. 2. მოსმენების კანონზე ვეტოს დასაძლევად უმრავლესობა და უმცირესობა გაერთიანდაო. ესეც ტყუილია, ვეტო პარლამენტმა დაძლია მხოლოდ უმრავლესობის ხმებით. უმცირესობამ ვეტოს დაძლევას ხმა არ დაუჭირა.
კონკრეტული იყო ერთადერთი შეთავაზება: ამავე სესიაზე უნდა დაიწყოს პროცესი და უნდა შეიცვალოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, რაც კარგია.
მეორე ინიციატივაც იყო, მაგრამ ძალიან ბუნდოვანი: რაღაც გაფართოებული კონფერენცია მოვიწვიოთ “კონფლიქტების” თემაზეო, მაგრამ მე ვერ გავიგე, რა იგულისხმა“–განუცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ცაგარეიშვილი: მმართველი უმრავლესობა პრეზიდენტში ხედავს მოწინააღმდეგეს და არა თანაგუნდელს
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი – პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა