ჩიორა თაქთაქიშვილი ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს

პარლამენტის სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მწვავე კითხვების მოსმენა მოუხდა. ჩიორა თაქთაქიშვილმა დღევანდელი ხელისუფლება გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადის გასვლის მიუხედავად ციხეში ყოფნის გამო საქართველო კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. თაქთაქიშვილმა ეკა ბესელიას ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობაზეც მოსთხოვა პასუხი.

„თვლით თუ არა, რომ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა არ არის გახსნილი იმიტომ, რომ ამ საკითხის უკან იკვეთება პირადად ბიძინა ივანიშვილის და თქვენი კოლეგების ინტერესები, რომელთაც რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდება გსურთ,“ – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.

ეკა ბესელიას ნაციონალურმა მოძრაობამ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის სკანდალურ განცხადებაზეც მოსთხოვა ღიად საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. აკაკი მინაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიშველაძის განცხადებაზე, რომ მის პირად ცხოვრებაზე ხდება უკანონო ფარული თვალთვალი ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე არ გამოუთქვამს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვიდა
შემდეგი სტატიაპროტესტი მოლდოვაში