ჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალი მიმდინარეობს

ჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალი მიმდინარეობს

ჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალი მიმდინარეობსძაღლის ხორცის ყოველწლიური ფესტივალი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცხოველთა უფლებების დამცველების პროტესტის მიუხედავად, წელსაც გაიმართა.

ზაფხულის მზის დღესასწაულის სახელზე გუანსის პროვინციის ქალაქ იულინში, ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათას ძაღლს კლავენ.
იულინის მცხოვრებნი და ძაღლის ხორცის გამყიდველები ამბობენ, რომ ცხოველებს ჰუმანური მეთოდით კლავენ, თუმცა აქტივისტები თვლიან, რომ ცხოველების განადგურება სისასტიკეა და ინტერნეტში აქტიურ კომპანიას მართავენ ტრადიციის წინააღმდეგ.
პეტიციას, რომ ფესტივალი აიკრძალოს, დაახლოებით 4-მა მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მას მხარი დაუჭირეს როგორც ჩინელმა, ასეცე უცხოელმა ცნობილმა სახეებმა.
ძაღლის ხორცის საჭმელად გამოყენება ასობით წლებს ითვლის როგორც ჩინეთში, ასევე სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებში. ითვლება, რომ ძაღლის ხორცი სიცხის გადატანაში ეხმარება ორგანიზმს.
ქალაქის მთავრობა დღესასწაულს ემიჯნება. «იულინიას რამდენიმე მცხოვრები ერთად იკრიბებიან და ძაღლის ხორცს ჭამენ» – ნათქვამია ქალაქის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. «ჩილის და ძაღლის ხორცის მზის ფესტივალი» – ფესტივალს ასე ქვია.
ბოლო რამდენიმე წელი ცხოველთა დამცველი აქტივისტები ძაღლებს ქალაქის ახლო მახლო ყიდულობენ, რომ ისინი სიკვდილისგან იხსნან. ყოფილი მასწავლებელი იან სიაოიუნი ჩინეთში მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან ასობით ძაღლი იყიდა.
ჩინეთში ბიბისის კორესპონდენტი ამბობს, რომ ფესტივალის ირგვლივ ატეხილი ხმაური მთავრობას უხერხულ მდგომარეობაში აგდებს, რადგანაც ძაღლის ხორცის საჭმელში გამოყენება ნეგატიურად შუქდება მედიაში, რაც ხელისუფლებისთვის სასურველი არ არის.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია ადასტურებს, რომ სტიქიის დროს დაზიანებული საკანალიზაციო მილიდან წყალი მდინარე ვერეში ჩაედინება
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი – მოქალაქეებს, რომლებსაც სახლი სრულად გაუნადგურდათ, მუდმივი საცხოვრებელი მიეცემათ