ჩინეთში დაღუპულთა რაოდენობა გაორმაგდა+ფოტო

აფეთქება ჩინეთში: დაღუპულთა რაოდენობა გაორმაგდა

აფეთქება ჩინეთში: დაღუპულთა რაოდენობა გაორმაგდასულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დაზიანდა ჩრდილოეთ ჩინეთში, ქალაქ ტიანცზიში მომხდარი ძლიერი აფეთქებისას.

დაღუპულთა შორის 12 მეხანძრეა.
აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც საშიში ქიმიური და ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა.

ჩინეთის ლიდერმა სი ცზინპინმა თანამოქალაქეებს და შესაბამის სამსახურებს მოუწოდა მაქსიმალურად დაეხმარონ დაზარალებულებს. ქალაქი პეკინიდან 96 კილომეტრში მდებარეობს და უმსხვილესი სამრეწველო-სამპორტო ქალაქია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 15 მილიონია.

ჩინეთის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი აფეთქების ძალა სამი ტონა ტროტილის ექვივალენტის სიმძლავრის იყო, მეორე კი 21 ტონის.
აფეთქება ღამე მოხდა.
დანგრეულია ახლოს მდებარე სახლები და დაზიანებულია ასობით მანქანა.
გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს კომპანია Ruihai Logistics-ის ხელმძღვანელების დაკითხვა, რომელთაც ეკუთვნოდათ საწყობები.

აფეთქება ჩინეთში: დაღუპულთა რაოდენობა გაორმაგდა c2 c3

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტს პარტიის თავმჯდომარეობაში ეცილებიან
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“ ზუგდიდის მერიას დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით მიმართავს