ჩინეთში ბოთლის ალკოჰოლს “ვიაგრას” ამატებდნენ

ჩინეთში ბოთლის ალკოჰოლს

ჩინეთში ბოთლის ალკოჰოლს "ვიაგრას" ამატებდნენჩინეთში კუსტარული ქარხნები ბოთლის ალკოჰოლურ სასმელს “ვიაგრას” ამატებდნენ და კლიენტებს უმტკიცებდნენ, რომ სასმელი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა – ამის შესახებ ჩინეთის სურსათის უვნებლობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
ქალაქ ლიუჩჟოუში 5 300 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი იქნა ამოღებული. ნაპოვნი იქნა ასევე “ვიაგრას” თეთრი ფხვნილი.

პოლიცია კიდევ ორ ავტონომიურ ქარხანას ამოწმებს.
ჩინეთში პროდუქტების დაბალი ხარისხი აქტუალური პრობლემა ხდება.
ერთი თვის წინ პოლიციამ 100 ათასი კონტდაბანდული ხორცის კონფისკაცია მოახდინა. ზოგ შემთხვევაში ხორცის შენახვის ვადა 40 წელზე მეტი იყო.

banner
წინა სტატიაშირუსეთი დოპინგის მსოფლიო სკანდალში ეხვევა
შემდეგი სტატიაიერუსალიმში გეი-აღლუმზე დაჭრილი გოგონა გარდაიცვალა