ჩინეთის “შავი ორშაბათი” გრძელდება

ჩინეთის

ჩინეთის "შავი ორშაბათი" გრძელდება“შავი ორშაბათის” შემდეგ ჩინეთის საფონდო ბირჟაზე ვარდნა ისევ გრძელდება. სამშაბათის ვაჭრობის დასრულების შემდეგ ჩინური საფონდო ინფექსი Shanghai Composite 4,3%-ით 3071 პუნქტით დაეცა.
3000 პუნქტის აღნიშვნა ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი მომენტია: ამ ზღვარზე ინვესტორები, როგორც წესი, აქციების მასობრივ გაყიდვას იწყებენ.
მთელი მსოფლიოს ინვესტორები შეშფოთებუილი არიან ჩინეთის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებით – ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მეორეა.

სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა დღეს დილით საფინანსო სისტემას 150 მილიარდი იუანით (22,4 მილიარდი დოლარი) დაეხმარა.

ჩინეთში აგვისტოს თვეში წარმოება უკანასკნელი 6 წლის მანძილზე ყველაზე სწრაფი ტემპებით დავარდა. გასულ წელს ჩინეთის ეკონომიკა 7,4 %-ით გაიზარდა – ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1990 წლიდან.
შაბათ-კვირას ჩინეთის მთავრობამ მთავარ საპენსიო ფონდს უფლება დართო საკუთარი აქტივების 30%-ის ინვესტიცია განეხორციელებინა აქციებსა და ობლიგაციებში.

ივლისის თვიდან ჩინეთის მატერიკული ნაწილიდან უჩვეულოდ მაღალი ვოლატილურობა დაფიქსირდა, რამაც ინვესტორების განწყობაზე ცუდად იმოქმედა.
ამან, ასევე პროვოცირება გაუკეთა ჩინეთის ცენტრალური ბანკის ჩარევას, რომელმაც უკვე სამჯერ მიიღო იუანის დევალვაციის შესახებ გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კორეამ საზღვარზე დინამიკები გამორთო
შემდეგი სტატიამეცნიერები გრიპის ერთიანი ვაქცინის შექმნას გვპირდებიან