ჩინეთის მიერ სამხრეთ-კორეის ზღვაზე აქტიურობები აშშ-ს შეშფოთებას იწვევს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულები არიან ჩინეთის სამხრეთ-კორეის ზღვაზე გაძლიერებული აქტიურობების გამო.
პეკინში ვიზიტისას კერიმ ხაზი გასუვა იმას, რომ ჩინეთის მთავრობა სადაო კუნძულებზე, რომელზეც პრეტენზია აქვს ასევე ბრუნეის, მალაიზიას, ვიეტნამს და ფილიპინებს, რეგიონში სიტუაციას ძაბავს.
ამერიკული დელეგაციის წარმომადგენელმა ბიბისის აცნობა, რომ უკანასკნელი წლის მანძილზე ჩინეთმა ხელოვნურად გაზარდა კუნძულის ფართობი დაახლოებით 800 ჰექტარით.
ჩინეთი საპასუხოდ ამბობს, რომ აშშ ხელოვნურად პროვოცირებს სხვა ქვეყნებს რეგიონში, რომ მათ პრეტენზიები გამოთქვან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშივარდების მოედნიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადევიდ ლინჩი „ტვინ პიკსის“ გაგრძელებას გადაიღებს