ჩინეთის ბაზრის კრიზისი

ჩინეთის ბაზრის კრიზისი

ჩინეთის ბაზრის კრიზისიაზია-წყნარიოკეანის რეგიონის საფონდო ბაზარმა ინდექსების ვარდნა დააფიქსირა, რაც ჩინეთის ბაზრის ჩამოშლით არის გამოწვეული – ამაზე სააგენტო Bloomberg წერს.

დღეის მონაცემებით ჩინური ინდექსი Shanghai Composite 8,5 %-ით დაეცა, რაც 2007 წლის შემდეგ არ განმეორებულა.
“ყველაფერი რეალურ კატასტროფას უახლოვდება და ამის შეჩერება უკვე არაფერს შეუძლია” – ამბობს საინვესტიციო ფონდ Heqitongyi Asset Management Co-ს დირექტორი შანხაიში ჩენ განი.

“სიტუაცია გამოსწორებამდე გაუარესდება. აუცილებელია რაიმე სახის ზომების მიღება და საკრედიტო პოლიტიკის შეცვლა” – ამბობს AMP Capital Investors-ის ანალიტიკოსი სიდნეიში ნადერ ნაემი.

banner
წინა სტატიაშირუბლი კრიტიკულ მაჩვენებლამდე დავარდა
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი:თავისუფალი სუნთქვით ფილტვებდახეთქილო ქოცმადიდებლებო, ნამდვილად გინდათ ეს ყველაფერი???