„ჩინეთიდან რკინიგზის პირველი შემადგენლობა 9 დღეში, მეორე შემადგენლობა კი უკვე 7 დღეში ჩამოვიდა“

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს გავლით ჩინეთიდან თურქეთში სატრანზიტო ტვირტის გადატანაში მონაწილეობას როგორც ყაზახეთის და აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს და ჩინეთის რკინიგზები იღებდა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და საქართველოს როგორც სარკინიგზო სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ის რაც ბატონმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ჯერ კიდევ თებერვალში მოხდა პირველი საპილოტო რკინიგზის გატარება დერეფანში. ამაში მონაწილეობას იღებდა, როგორც ყაზახეთის და აზერბაიჯანის ასევე საქართველოს და ჩინეთის რკინიგზები. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ რკინიგზის პირველი შემადგენლობა 9 დღეში ჩამოვიდა. მეორე შემადგენლობა უკვე 7 დღეში ჩამოვიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვადასტურებთ – ეს არის არსებულ გზებს შორის ერთ-ერთი უმოკლესი გზა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრმა იმ სარგებელზეც ისაუბრა, რაც აღნიშნულ სარკინიგზო ხაზს მოაქვს. ქუმსიშვილის განმარტებით, ბიზნესმენს 40 დღე სჭირდებათ საქონლის ტრანსპორტირებისთვის. თუ ის ამ საქონელს ევროპაში ყიდის ესაჭიროება საწყობი და ამ საწყობში თან უნდა ჰქონდეს 40 დღის მარაგი.

„ახალა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ 10 დღეში ახერხებთ ამ საქონლის მიტანას. ეს მთლიანად ცვლის ბიზნეს მოდელს. ცვლის იმ თანხებს, რაც ბიზნესშია ჩადებული. შესაბამისად ეს ხდება ძალიან მიმზიდველი. არა მარტო ის, რომ დერეფანში იხდით ნაკლებს. არამედ ის მარაგები, რომლებიც ბიზნესის განხორციელებისთვის იყო საჭირო მცირდება და შესაბამისად თქვენ თანხა გითავისუფლდებათ. გარადა ამისა თქვენ შეძლევთ ძალიან სწრაფად მოახდინოთ რეგირება ბაზრის მოთხოვნებზე“, – განაცხადა ქუმსიშვილმა

banner
წინა სტატიაში,,ჯაჭვლიანმა გადადგა უპრეცედენტო, ვაჟკაცური ნაბიჯი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში”
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი: გამოძიება წლებია გაჭიანურებულია