ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ნოემბერში დაიწყება

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2014 წლის 1-ელ სექტემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება.
“სექტემბრის დასაწყისში, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ჩინეთში, ორი პრემიერ-მინისტრი შეთანხმდა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნები დაიწყებენ მოლაპარაკებას უკვე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და ჩვენ აღნიშნულს დავიწყებთ ნოემბრის შუა რიცხვებში”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, ჩინეთის მხრიდან ამ პროცესში ჩაერთვება ჩინეთის კომერციის სამინისტრო, ხოლო საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

banner
წინა სტატიაში„ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული“
შემდეგი სტატიასასამართლომ 17 მაისის საქმეზე ბრალდებულები გაამართლა