“ჩვენ შევთავაზებთ მხარდაჭერას, საექსპერტო ცოდნას, რაც კი საქართველოს ესაჭიროება, ამას ჩვენ ჩვენს მოვალეობად ვთვლით”

საქართველოს ჩვენს გამოცდილებას და მხარდაჭერას შევთავაზებთ, ამას ჩვენს მოვალეობად ვთვლით- ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა ქართველ კოლეგასთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ესტონეთი საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველოს მოსახლეობა, ასევე ხელისუფლება დასახული მიზნისკენ მტკიცედ მიდის.

„რაც შეეხება საქართველოს გზას ევროპისა და ნატო-სკენ, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი გახლავთ, რომ საქართველოს მოსახლეობა, ხელისუფლება აცხადებს მტკიცედ, რომ ეს არის მათი გზა. ესტონეთმა, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც თვითონ დაადგა ამ გზას, დაინახა, რომ ის ცვლილებები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო, ესტონეთის მოსახლეობის ცხოვრებას გააუმჯობესებდა. ეს გახლავთ ის საკითხი, რომლის რეკომენდირება შეგვიძლია საქართველოსთვის და უკვე შევთანხმდით იმაზე, რომ მრავალი მიმართულებით ჩვენ შევთავაზებთ მხარდაჭერას, საექსპერტო ცოდნას, რაც კი საქართველოს ესაჭიროება, ამას ჩვენ ჩვენს მოვალეობად ვთვლით“,- განაცხადა რიივასმა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი მუსლიმ ლიდერებს მიმართავს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო არაფერს გააკეთებს ტერიტორიების დათმობის ხარჯზე