“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა მეზობლებთან” – ირაკლი ღარიბაშვილი

საათზე მეტია საერთაშორისო კონფენრეცია მიმდინარეობს, რომელსაც პრეზიდენტი და პრემიერიც ესწრებიან. მონაწილეთა შორის არიან ასევე ქართველი, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური ლიდერები, ექსპერტები და მკვლევარები.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა. მან ხაზი გაუსვა სამეზობლო პოლიტიკას და ქვეყნის საგარეო კურსს.

„მოხარული ვარ, რომ მივეკუთვნები იმ თაობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები და ორმაგად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გვქონდეს უფრო უსაფრთხო და თავისუფალი მომავალი. გასულ წელს მე ხელი მოვაწერე ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც მთავარ გეგმას წარმოადგენს საქართველოს მოდერნიზებისთვის. საქართველოს დემოკრატიის მთავარ კომპონენტს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს. ჩვენი მცდელობა ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან დაახლოების პროცესში დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაა. ჩვენი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა უფრო ღია სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა მეზობლებთან, რომელიც პრაქტიკულ ურთიერთობებზე იქნება დამყარებული, განსაკუთრებით რუსეთთან. მიუხედევად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიაა ხელისუფლებაში, საქართველო შეერთებული შტატების და ევროპის პარტნიორად რჩება,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კონფერენცია „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი”, ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა. კონფენრეციის ორგანიზატორია ასერვე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.

banner
წინა სტატიაში“ევროპული სტაბილურობა და უსაფრთხოება ღია საკითხად რჩება” – გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატია„საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესს მიგრანტების ამჟამინდელი კრიზისი არ გაართულებს” – შტეფან ფულე