,ჩვენ მივიღეთ ის ნორმა, რომელიც ასეთი კადრების გაშვებას კრძალავს”

ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელებაში იმ პირთა კვალს ხედავს, რომლებმაც აღნიშნული ჩანაწერები თავის დროზე გააკეთეს.
სესიაშვილი ამბობს, რომ ძალადობის კადრების საჯარო ჩვენებები მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
“მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პოლიტიკურად ვინმესთვის მომგებიანი ყოფილიყო, ჩვენ მივიღეთ ის ნორმა, რომელიც ასეთი კადრების გაშვებას კრძალავს, რადგან პირველ რიგში, გვინდა, საზოგადოება დავიცვათ. ამასთან, ძალიან მარტივი და ლოგიკურია, რომ თუ ასეთი კადრები გამოჩნდება, ამას ყოველთვის ხელისუფლებას დააბრალებენ. ამიტომ ის ძალები, რომლებიც თავის დროზე ამ კადრებს იღებდნენ, ფლობდნენ და ავრცელებდნენ, პოლიტიკური მიზნებისთვის მათაც შეუძლიათ ეს კადრები გაავრცელონ და გამოიყენონ მაშინ, როცა მათ უნდათ, ხოლო ხელი ხელისუფლებისკენ გაიშვირონ”, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

banner
წინა სტატიაში„სამართლიანობის აღდგენა მაინცდამაინც ხალვაშით იწყება? იცით, რა რიგია?”
შემდეგი სტატია” ივანიშვილი დაგვემუქრა სრულიად საქართველოს, რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება”