“ჩვენ გვინდა უკრაინის კრიზისი დასრულდეს და აღდგეს საერთაშორისო სამართლის ნორმები” – ფედერიკა მოგერინი

რუსეთმა გავლენა უნდა მოახდინოს სეპარატისტებზე დონბასში, რათა მინსკის შეთანხმება საბოლოოდ შესრულდეს. ამის შესახებ საუბარია დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ შეასრულონ შეიარაღებისა და მძიმე ტექნიკის გაყვანის ვალდებულება.

ორ დღიანი სამიტის ფარგლებში საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის მიზანი რუსეთის იზოლაცია არაა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ეკონომიკური სტაგნაციაა, რაც ღარიბაშვილის მთავრობის მიმართ პროტესტს იწვევს,”- EuroNews
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი რუსეთის მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხებს