ჩვენ გვინდა, რომ ეს რეგიონი გახდეს სამაგალითო, სამეგრელოში არის უზარმაზარი პოტენციალი, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანური რესურსი, რომელსაც სჭირდება ეფექტიანი გამოყენება

ჩვენ გვინდა, რომ ეს რეგიონი გახდეს სამაგალითო, სამეგრელოში არის უზარმაზარი პოტენციალი, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანური რესურსი, რომელსაც სჭირდება ეფექტიანი გამოყენება

ჩვენ გვინდა, რომ ეს რეგიონი გახდეს სამაგალითო, სამეგრელოში არის უზარმაზარი პოტენციალი, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანური რესურსი, რომელსაც სჭირდება ეფექტიანი გამოყენებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ახალი ოფისი გახსნა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონული სამსახური უზრუნველყოფს მავნე სურსათის გამოვლენასა და მათ განადგურებას, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, ეპიდემიური აფეთქებების ლიკვიდაციას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნე ორგანიზმებისგან.
მათივე განმარტებით, ოფისი აგრარული სექტორის ყოვლისმომცველი განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ქვეყნის მასშტაბით უკვე აქვს 5 ახალი ოფისი. წლის ბოლომდე კიდევ 3 ახალი ოფისის გახსნა იგეგმება.
რეგიონულ სამმართველოში სულ 35 ადამიანია დასაქმებული, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ ოფისში კი 12 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.
“ჩვენ გვინდა, რომ ეს რეგიონი გახდეს სამაგალითო, სამეგრელოში არის უზარმაზარი პოტენციალი, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანური რესურსი, რომელსაც სჭირდება ეფექტიანი გამოყენება. გასულ წელს ჩვენი ძალისხმევითა და ბიზნესის დახმარებით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიცია შემოვიდა სამეგრელოში. წელს ველოდებით უფრო მეტს. დღეს გავხსენით სურსათის უვნებლობის რეგიონული ოფისი, ასევე დღეს ვიყავი თხილის გადამამუშავებელ ახალ საწარმოში, სადაც ახალგაზრდა მეწარმეები არიან. მათ მიიღეს დაფინანსება სახელმწიფოსგან 700 თასი ლარის ოდენობის. ეს არის ძალიან ხელშესახები მაგალითები, რომელიც განვახორციელეთ ბიზნესსექტორთან ერთად. ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მეწარმეობის განვითარებას რეგიონში,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზუგდიდში ახალი ოფისის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე: ქართული ოცნების დაპირება ე.წ. ქამრების შემოჭერის გეგმის წარმოდგენაზე ტყუილი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი კომიტეტში მინდია ჯანელიძის მიუსვლელობის მიზეზებს ასახელებს