“ჩვენ გაცილებით მეტისთვის ვიბრძვით, ვიდრე მხოლოდ MAP-ის მიღება ამ მინისტერიალზე,”

თავდაცვის მინისტრმა ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის MAP-თან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა. თინა ხიდაშელის თქმით, ის იზიარებს ამ საკითხზე კურტ ვოკერის მოსაზრებებს.

„ჩვენ არც ვიბრძვით MAP-ისთვის. ბატონი ვოკერი საქართველოს დიდი მეგობარია, მე მას ჩემს პირად მეგობრად ვთვლი და ვეთანხმები ყველა სიტყვას, რომელიც ამ თემასთან მიმართებაში ამ განცხადებაში აქვს გაკეთებული. ჩვენ გაცილებით მეტისთვის ვიბრძვით, ვიდრე მხოლოდ MAP-ის მიღება ამ მინისტერიალზე,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი პროგრესისთვის ემზადება და ვარშავის სამიტზე არსებობს მოლოდინი, რომ MAP აღარ იქნება საქართველოსთვის აუცილებელი მოთხოვნა.

დავით ბაქრაძემ ვოკერის მიერ გიგი უგულავაზე გაკეთებული კომენტარიც შეაფასა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სასამართლოს რეფორმირების მთავარი მზიანია, არ გაჩნდეს მსგავსი კითხვები.

კურტ უოკერმა ინტერვიუ ამერიკის ხმას მისცა. ყოფილი ელჩი გიგი უგულავას საქმეს გამოემხაურა. მისი აზრით, თბილისის ყოფილი მერის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოს მეგობრებს ვერ არწმუნებს, რომ საქმე გვაქვს კანონის უზენაესობის დაცვასთან.

უოკერმა ვარშავის მომავალ სამიტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლონეთში საქართველო MAP-ს არ უნდა ელოდოს.

banner
წინა სტატიაში2016 წლის გამოკითხვის ფოტოარქივი
შემდეგი სტატია“შექმნილი აჟიოტაჟი არის სრულიად უსაფუძვლო”