„ჩვენი მხრიდან მზად ვართ, რომ ხვალ დილიდან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საქმეს შევუდგეთ“

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაჩქარებული წესით მთავრობის ახალი შემადგენლობის ნდობის გამოცხადებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

ამასთან, უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესები დემოკრატიულად წარიმართება და კანონმდებლებს მინისტრთა კაბინეტს პრეზიდენტი ამ კვირის განმავლობაში წარუდგენს.

„მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი იმ ვერსიისადმი, რომ ჩვენ ხვალ და ზეგ მთავრობის განახლებული შემადგენლობით, მთავრობის მოსმენით და მისთვის ნდობის გამოცხადებით ვიქნებით დაკავებული. ჩვენი მხრიდან პარლამენტი მზად ვართ, რომ ხვალ დილიდან ჩვენ ამ საქმეს შევუდგეთ. ამასთანავე, ეს საკითხი დამოკიდებულია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც პაუზა აიღო, თუმცა იმ პაუზის აღების მოტიცაცია რაც იყო – დამატებითი კონსულტაციები, მან ამის თაობაზე მთავრობისგან, პარლამენტისგან ჩვენი პოზიციები უკვე მოისმინა იმის თაობაზე, რომ წარდგენილ შემადგენლობაში რაიმე ცვლილება დაგეგმილი არ არის. ასე რომ, მაინც დაველოდოთ მოვლენებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, იმისთვის, რომ პარლამენტმა მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობა გამოუცხადოს, შემადგენლობა პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს. გიორგი მარგველაშვილმა შემადგენლობის წარდგენამდე კონსტიტუციით გათვალისწინებული ერთკვირიანი ვადა გამოიყენა, რომელიც 8 მაისს იწურება.

ლიკა კასრაძე

banner
წინა სტატიაში„პარლამენტი ვალდებულია, ეროვნული ბანკის ანგარიში განიხილოს“
შემდეგი სტატიამერკელი მზადაა ჩვენება მისცეს შპიონაჟთან დაკავშირებით