,,ჩვენი გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად ღირს პრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება”

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

უმრავლესობის დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კონსულტაციები იქნება, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობა განიხილავს თუ რამდენად ღირს ამ კონსულტაციებში მონაწილეობა და მონაწილეობის შემთხვევაში რა საკითხებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება.
“ჩვენი გუნდი შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად ღირს ამ კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება და საერთოდ, რა წინადადებები დევს მაგიდაზე. არის ნაბიჯები, რომელსაც პოლიტიკოსები დგამენ, რომ გარკვეული აქტივობა გამოავლინონ, არის ნაბიჯები, რომელსაც შეუძლია კონკრეტულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. თუ ეს ის ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი შედეგამდე მიყვანა შეუძლია, ჩვენ მზად ვართ მასში მონაწილეობის მისაღებად. უბრალოდ იმისთვის, რომ შევიკრიბოთ და კამერების წინაშე რაღაც გარკვეული პოზიციები დავაფიქსიროთ, ამისთვის ძალიან ბევრი სხვა საშუალება გაგვაჩნია. ღირს თუ არა ჩვენი მხრიდან მონაწილეობა და რა საკითხებზე უნდა გამახვილდეს ამ შეხვედრებზე ყურადღება, ამას განვიხილიავთ”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციების გამართვის წინადადებით გუშინ გამოვიდა. პრეზიდენტი უკვე შეხვდა “თავისუფალი დემოკრატების”, “ნაციონალური მოძრაობის”, არასაპარლამენტო ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშიამერიკის ელჩი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატია“პრემიერის განცხადებაში მოწოდება ძალადობაზე არ ყოფილა”