ჩეჩნეთში კახაბერ ფარფალიაზე შურისძიება დაიგეგმა

Batukaev-Azizრუსული მედიის ცნობით, ამ დღეებში გროზნოში კანონიერი ქურდების ე.წ. ,,სხოდკა,, გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც კრიმინალურ გენერლად წოდებული ,,კანონიერი ქურდი,, აზიზ ბატუკაევი იყო.

ჩეჩნეთში, გუდერმესის რაიონის სოფელ ჯალკაში, ყველაზე გავლენიანმა ჩეჩენმა ქურდმა აზიზ ბატუკაევმა მოსკოვიდან ჩასულ ოთხ კოლეგას უმასპინძლა, რომელთა შორის ერთი, სლავური დაჯგუგების გავლენიანი წევრი ოლეგ შიშკანოვი (,,შიშკანი,,) იყო.

,,სხოდკაზე,, განხილულ საკითხებს შორის მთავარ საკითხებად იყო ჩეჩნური ,,ქურდული ოჯახის,, გაფართოებისა და ჩეჩნური დაჯგუფების მიერ ქართველი ,,კანონიერი ქურდის,, კახაბერ  ფარფალიასთვის (,,კახა,,) სისხლიანი შურისძიების მოწყობის საკითხი, აცხადებს რუსული მედია ძალოვანი სტრუქტურებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით, ისე რომ შურისძიების მოტივები არ სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ჩეჩენ ,,კანონიერი ქურდზე,, აზიზ ბატუკაევზე, რომელსაც ყირგიზეთის მოქალაქეობა აქვს, 2014 წლიდან ყირგიზეთმა ძებნა გამოაცხადა და რუსეთს მისი ექსტრადირება მოსთხოვა, თუმცა რუსეთმა პასუხად გაუგზვნა ინფორმაცია, რომ ის ჩეჩნეთში ჩადენილი დანაშაულის გამო დაიჭირეს და 3 წელი მიუსაჯეს… როგორ აღმოჩნდა ამჟამად  ბატუკაევი გარეთ და როგორ აწყობს ,,სხოდკების,, ორგანიზებას?! რუს ანალიტიკოსებს ამაზე ასეთი პასუხი აქვთ: ბატუკაევი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მფარველობით სარგებლობს და მისი დაპატიმრება-გასამართლება ფორმალურ ხასიათს ატარებდა… ბატუკაევია არ დაუჭერიათ, მაგრამ ის არ ტოვებს ჩეჩნეთის ტერიტორიას და იქიდან მართავს თავის კრიმინალურ საძმოს.

 

 

banner
წინა სტატიაში,,ომის დაწყების დღეს გილოცავთ ყველას,,
შემდეგი სტატიასტიქიის სამივე ძირითად ზონაში სრული დატვირთვით განახლდა სამუშაოები