ჩეჩენი, რომელიც საქართველოში გაქცევას აპირებდა ბელორუსიაში დააკავეს

ბელორუსიის სასაზღვრო სახელმწიფო კომიტეტი თავის სიტზე აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 8 ივლისს მინსკის ნაციონალურ აეროპორტში დაკავებული იქნა რუსეთის მოქალაქე, 38 წლის ჩეჩნეთის მკვიდრი, რომელიც მინსკიდან საქართველოში გაფრენას აპირებდა…
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქე, აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის მიერ სახელმწიფოთაშორისო ძებნაზე აყვანილი პირი, რომელიც მის მიმართ წარმოებულ გამოძიებას ემალებოდა…
დაკავებული პირი, რომლის ვინაობა არ სახელდება, კანონით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურებისთვის, გადაეცა ბელორუსის მილიციის თანამშრომლებს, ნათქვამია განცხადებაში.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიუახლოეს მომავალში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტარიფი გადაიხედება
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – პროტეზებით უზრუნველყოფაზე 29 ტენდერი ჩაიშალა