ჩემი 30 წლიანი მუშაობა თუმანიშვილის თეატრში დასრულდა–გია როინიშვილი

გია როინიშვილი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი Facebook – ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. როგორც ის აღნიშნავს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ მასთან ხელშეკრულება აღარ გააგრძელა.

” ჩემი 30 წლიანი მუშაობა თუმანიშვილის თეატრში დასრულდა. დღეს შემატყობინეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელმა (ქეთი დოლიძე) ჩემთან ხელშეკრულება არ გააგრძელა, იმ მიზეზით, რომ ორი წელი სპექტაკლში არ მითამაშია, ოღონდ თვითონ ამომიღო ყველა მოქმედი სპექტაკლიდან, რა უფლებით ? – დღესაც არ ვიცი. როგორც ვატყობ თუმანიშვილის თეატრში სამართლიანობა აღდგა, დოლიძემ კი ღირსება დაიბრუნა. გილოცავთ ახალ წლეს! P.S. გაგრძელება იქნება”, – წერს როინიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობაში ბრალდებული მსხვერპლს მდინარის ნაპირზე მარხავდა
შემდეგი სტატიაჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 300 ათასი ლარი დაჯდება