,,ჩემი ნარკოტიკი ლელა წურწუმიაა, რომელსაც უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის”

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული კახა მამულაშვილი (მამულიჩა) თავისუფალია. ის ამ დრომდე საქალაქო სასამართლოში რჩება, თუმცა სასჯელის სახე პატიმრობა, 15 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა მოტივით მოხდა მისი გათავისუფლება, კახა მამულაშვილმა აღნიშნა, რომ მას როგორც უთხრეს, საზოგადოებისთვის საშიში აღარ არის.

“საზოგადოებისთვის საშიში აღარ ხარო მითხრეს და გირაოთი გამომიშვეს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ჩემთვის ნარკოტიკი არის ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი და ყველაზე მთავარი – ლელა წურწუმია, რომელსაც უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის”, – განაცხადა კახა მამულაშვილმა.

პატიმრობის შეცვლის გარდა მამულაშვილს დამატებითი ღონისძიების სახედ დაევალა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარება, ასევე, ათ დღეში ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადება.

ცნობისთვის, კახა მამულაშვილი სამართალდამცავებმა 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და ე.წ. ექსტაზი 0,2048 გრ.

banner
წინა სტატიაშიმედია ნემცოვის მკვლელობის გამოძიების შედეგებს აჯამებს
შემდეგი სტატია,,ისევ გვისმენენ” სამართალდამცავებს ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს”