“ჩემი მრჩეველის ვიზიტს რუსეთში რაიმე პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს”

13 აგვისტოს მოსკოვში “როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველ ზურაბ ჩეკურაშვილს შეხვდება.

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, ამ ვიზიტს პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის იქნება.

“ასეთი შეხვედრები იყო და კიდევ იქნება, იმისთვის, რომ უკეთ გვესმოდეს ურთიერთთანამშრომლობის ნორმები და პრინციპები. მხოლოდ ამას ემსახურება ეს შეხვედრა. ჩემს მრჩეველს აქვს უფლებამოსილება, ისაუბროს იმ თემებთან დაკავშირებით, რაც სავაჭრო ურთიერთობებს და პროდუქციის ექსპორტს და იმპორტს ეხება”, – აღნიშნა დანელიამ.

banner
წინა სტატიაშიასტრონომები: სამყარო კვდება, მაგრამ სანერვიულო არაფერია
შემდეგი სტატია1 სექტემბრიდან ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების პირობები იცვლება