ჩემი დაბრუნება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული _ გეოპოლიტიკაზე, ჩვენს ხალხზე და ჩემს განწყობაზეც

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მისი დაბრუნება გეოპოლიტიკაზე, ქართველ ხალხზე და მის პირად განწყობაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ სააკაშვილმა “ნანუკას შოუში” განაცხადა .
“ჩემი დაბრუნება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული _ გეოპოლიტიკაზე, ჩვენს ხალხზე და ჩემს განწყობაზეც. შეუძლებელია, არ მომინდეს დაბრუნება, მაგრამ არ მინდა, რომ როდესმე ზიანი მივაყენო ჩემს ქვეყანას რაიმე ქმედებით. არ მინდა, მაგალითად, რომ ძალადობის პროვოცირება გამოვიწვიო; საბაბი მივცე ჩვენს მტერს ცუდის გაკეთების ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ასე რომ, ვნახოთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, აქტიურად არის თუ არა ჩართული “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობაში, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს რომ კი, თუმცა უფრო ინფორმაციის მიღების კუთხით. “მე ჩემს გადაწყვეტილებებს არავის მოვახვევ თავს, იმიტომ, რომ ადგილზეა ის ხალხი, უკეთესაც ხედავენ სიტუაციას, მეტს რისკავენ, მეტ წნეხს გაუძლეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიექსპერტი ავთანდილ გუნთაიშვილი პროკურატურაში მისი დაბარების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
შემდეგი სტატიასტამბულში ჟურნალ ,,ადმირალის,, რედაქცია ააფეთქეს