ჩაჩუას საქმე იყო ფაბრიკაცია – აცხადებს გიგი წერეთელი

ცოტა ხნის წინ პარლამენტის უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა ,,ნაციონალური მოძრაობის,, ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც ექსპერტ ჩაჩუას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

,,როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი ექსპერტი ლევან ჩაჩუა გამართლდა, იმ საქმეში რომლის გამოც ის რვა თვის განმავლობაში იმყოფებოდა საპატიმროში. ყველას ახსოვს ეგრეთ წოდებული ჰაკიმ ფაშას ვიდეობი, რომლის ატვირთისთანავე ხელისუფლებამ დაიწყო აქტიური მხარდაჭერა და ესე ვთქვათ, საზოგადოებრივ აზრზზე ზემოქმედება, როგორც უტყუარი მტკიცებულებები ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების პირველი პირების გამოსვლები და განმარტებები ამ თვალსაზრისით როგორც აღმოჩნდა ამ თვეების ძიების შემდეგ იმდენად ნათელი იყო ეს ყველაფერი, რომ როგორც აღმოჩნდა ეს იყო ფაბრიკაცია და ეს ყველაფერი გასკდა საპნის ბუშტივით და მე მინდა ვთქვა რომ ნებისმიერი მცელობა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომში და სხვადასხვა ყალბი აზრი მოახვიონ თავს, მათ შორის ადამიანები დააპატიმრონ დაარღვიონ მათი უფლებები, დასრულდება სწორედ ასე მარცხით სიყალბის და ამის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება არის ლევან ჩაჩუას საქმე.,, აცხადებს გიგი წერეთელი

banner
წინა სტატიაში“ჩემ პირად ცხოვრებას ეხებიან” – ასე გამოეხმაურა ლადო სადღობელაშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ზუგდიდის კულტურის ცენტრში, ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეების დასწრებას ეხმაურება