ჩავლენ თუ არა მოსკოვურ ,,თბილისობაზე,, ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები?

xachapuriრუსული გამოცემა ,,ვეჩერნაია მოსკვას,, ცნობით, ოქტომბრის პირველ კვირა დღეს, 4 ოქტომბერს, მოსკოვში ,,ერმიტაჟის,, ბაღში ,,თბილისობის,, ზეიმი მოეწყობა…
მოსკოვური ,,თბილისობის,, ორგანიზატორები, რუსეთის ქართველთა კავშირი და ქალაქ მოსკოვის მთავრობა, ზეიმზე მომსვლელებს საინტერესო და სახალისო სანახაობას ჰპირდებიან…. კერძოდ, მოსკოვის ქართული რესტორნების შეფ-მზარეულები მისულ სტუმრებს არა მხოლოდ დააგემოვნებინებენ ქართულ კერძებს, არამედ მათ მომზადებაში მონაწილეობასაც შესთავაზებენ… მოეწყობა საწნახელი – ღვინის დაწურვის რიტუალით, ფელამუშისა და ჩურჩხელების მომზადების სცენებით… ქართული ცეკვის ანსაბლის წევრები კი, მსურველებს ქართული ცეკვის ილეთების შესწავლაში დაეხმარებიან, აცხადებს რუსული გამოცემა.

geo-shoubiznesგავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი საქართველოდან მოწვეულ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებზე… აქედან გამომდინარე უცნობია,  მიიღებენ თუ არა შარშანდელივით მოსკოვურ ,,თბილისობაში,, ქართველი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობას… დიდი ალბათობით წლევანდელ ზეიმს მოსკოველები ადგილზე მყოფი ქართველი შოუმენებით გადაივლიან.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიხატია ბუნიათიშვილმა ოდესაში დაუკრა… (+ფოტო)
შემდეგი სტატია,,მეფე,, პუტინი ამერიკელებით აღფრთოვანებას ვერ მალავს (VIDEO)