შუმახერის წონა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება

დასავლური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მიხაელ შუმახერის წონა კრიტიკულს ზღვარს უახლოვდება… ის ახლა 45 კილოგრამს იწონის.
მიუხედავად იმისა, რომ შუმახერი მსოფლიოში ცნობილი პიროვნებაა და მისი ჯანმრთელობის ცნობების მიმართ ინტერესი დიდია, ამის შესახებ ხშირად ურთიერთგამომრიცხავი და მწირი ინფორმაციები ვრცელდება.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ერთერთი ვერსიით, შუმახერს პრობლემები აქვს მეხსიერებაში… ის ვერ ლაპარაკობს, ვერ მოძრაობს და წონაშიც იკლებს…
ყოველივე ზემოთქმულს კი, ემატება ფინანსური პრობლემები, რაც შუმახერის ავადმყოფობით მის ოჯახს გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიხაელის მკურნალობა, რომელიც არც თუ შედეგიანი აღმოჩნდა, 13,5 მილიონი ევრო დაჯდა. ამჟამად ოჯახი უძრავ ქონებას და გარკვეულ ნივთებს ყიდის, რათა მიხაელი სიტუაციიდან გამოიყვანონ.
შეგახსენებთ, რომ ,,ფორმულა-1,,-ს ცნობილი პილოტი და არაერთგზის მსოფლიო ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, 2013 წლის 29 დეკემბერს საფრანგეთის ალპებში თხილამურით სრიალის დროს, თავის არეში მძიმედ დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობენ.

banner
წინა სტატიაშიჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯიან
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი: რუსეთი უფრო მეტს იღებს ევროპასთან მუშაობით, ვიდრე მეზობლებზე თავდასხმით