შუახევში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

შუახევში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შს აჭარის მთავარი სამმართველოს შუახევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ზურაბ ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 3 მაისს, დაბა შუახევში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 1990 წელს დაბადებულ დათო დ.–ს მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენა, ასევე ცივი იარაღით დაჭრა 1976 წელს დაბადებული გენადი დ. და 1972 წელს დაბადებული ვაჟა დ. და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. დათო დ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გენადი დ–ს და ვაჟა დ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან დაახლოებით ერთ საათში ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შს სამინისტროს ინფორამციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე 108–ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში,,რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაშემდეგი ღარიბაშვილი?