შუალედურ არჩევნებზე სენაკის ოლქში 541 ამომრჩეველი მივიდა, ხოლო ზუგდიდში – 217

11350497_1003923939641529_7835773232765052918_nცენტრალური საარჩევნო კომისია სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნების ამ დროისათვის არსებულ შედეგებს აქვეყნებს.

ცესკო-ს მონაცემებით, სენაკის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 სთ-ის მდგომარეობით 41,1% შეადგინა (541 ამომრჩეველი), ხოლო ზუგდიდში – 18,8 % (217 ამომრჩეველი).

აღნიშნულ ოლქებში კანდიდატები წარდგენილი ყავთ „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „თავისუფალ საქართველოს“, სენაკში კი ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი.

„ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან, როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე მედია ორგანიზაციები და 9 სადამკვირვებლო ორგანიზაციის 52 წარმომადგენელი.

დღეს დილის 7:00 სთ-იდან ღამის 12:00 სთ-მდე მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე ხელმისაწვდომია ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მოგვაწოდონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია“, – აცხადებენ ცესკო-ში.

სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმართება. დილის 08:00 სთ-იდან ამომრჩევლებისთვის გახსნილია საარჩევნო უბნები და კენჭისყრის პროცესი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – 2014 წელი იყო ქალთა მიმართ განსაკუთრებული ძალადობის წელი
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ გარდაცვლილ პოლიციელთა ოჯახის წევრები მზრუნველობის გარეშე არ დარჩნენ