შსს-ში არ ადასტურებენ, რომ სასამართლოდან გაპარული პატიმარი პოლიციას თავად ჩაბარდა

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

შსს-ში არ ადასტურებენ, რომ სასამართლოდან გაპარული პატიმარი პოლიციას თავად ჩაბარდაშინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, რომ 3 თებერვალს, სასამართლოდან გაპარული პატიმარი, დიმა ხაჩიაშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა.

როგორც “თაიმერს” შსს-ში განუცხადეს, ტყუილია პატიმრის მეუღლის განცხადება, რომ გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი პოლიციას არ დაუჭერია და თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს.
როგორც ხაჩიაშვილის მეუღლემ თინათინ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ დილით, მისი თანდასწრებით დიმა ხაჩიაშვილმა თავად დაურეკა მეორე განყოფილების უფროსს.
მისივე თქმით, ზარიდან რამდენიმე წუთში სამართალდამცველებმა ხაჩიაშვილი წაიყვანეს.
პოლიციას გურჯაანის სასამართლოდან 3 თებერვალს პატიმარი გაეპარა. ხაჩიაშვილი სასამართლოდან მას შემდეგ გაიპარა, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
ხაჩიაშვილი სოფელ ველისციხიდან არის. მას ბრალი ადამიანის ცივი იარაღით დაჭრაში ედება.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმარი პოლიციას თავად ჩაბარდა
შემდეგი სტატიაინდოეთის ტურისტული ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ერევანში ჩასვლა აღარ დასჭირდებათ