შსს ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შსს ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული შავლეგ გ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1997 წელს დაბადებულ გიორგი გ-ს, რის შედეგადაც დაჭრილი ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ჩემი აზრით, საგარეჯოს არჩევნებიდან რამდენიმე მკაფიო გზავნილი მივიღეთ „ქართულ ოცნებაში“
შემდეგი სტატია„სამართლიანი არჩევნები“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ორგანიზაციის მესამე განცხადება