„შსს-ს წარმომადგენლებმა მოახდინეს პროვოკაცია,”-კობა ხაბაზი ორჭოსანთან თავისუფალი ზონის აქტივისტების დაკავებაზე საუბრობს

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქართველებს შორის სოფელ ორჭოსანთან. დაპირისპირების შდეგად თავისუფალი ზონის 4 აქტივისტია დაკავებული.

დაპირისპირება ორჭოსანის გადასახვევთან მოხვდა, მაშინ როცა იქ “თავისუფალი ზონის” წევრები მივიდნენ. პოლიციამ მათ უსაფრთხოების მიზნით ადგილის დატოვება მოსთხოვა.

პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. “თავისუფალი ზონის” ლიდერი კობა ხაბაზი მომხდარს პოლიციელების მხრიდან პროვოკაციად აფასებს.

„შსს-ს წარმომადგენლებმა მოახდინეს პროვოკაცია, კონკრეტული მიზეზი რატომ უნდა დაგვეტოვებინა ტერიტორია კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცეს და გვითხრეს “მე ასე მინდაო.” ჩვენ დღეს მოვედით არა პოლიციასთან საჩხუბრად, არამედ მოვედით რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა დავაფიქსიროთ,“ – აცხადებს კობა ხაბაზი.

მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება თავისუფალი ზონის წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი არ სარგებლობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტით-ჩუბინიძე თარგამაძის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიათურქეთში აფხაზური დიასპორის უპირატესობა თანდათან იკვეთება…