შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ბუპრენორფინი ამოიღეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 3 აბი და 18 ნატეხი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,061582 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ დოკუმენტი საკრებულოს დღეს გადაეგზავნება
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო