შსს-ს საპატრულო პოლიციამ კოდეინის შემცველი 80 აბი ამოიღო

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული ვაღინაკ გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანიდან 80 აბი სამედიცინო პრეპარატი „კოდოლიპრანი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,76 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“სიჭინავას კარიერაში, მის დამსახურებებში ამ საფეხბურთო ზეიმის მოწყობაც სათანადო ადგილს დაიკავებს”
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე სურვილს სამი კანდიდატი გამოთქვამს