შსს-ს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაისში ვიზიტორების რაოდენობა 14,7 %-ით გაიზარდა

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაისში ვიზიტორების რაოდენობა 14,7 %-ით გაიზარდა.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული ვიზიტორების შესახებ 2015 წლის მაისის ინფორმაცია გამოაქვეყნა.

შსს-ის ინფორმაციით, 2015 წლის მაისის თვე 454 545 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 14,7 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-მაისის ინტერვალს, შსს-ს ცნობით, ქვეყანაში უკვე 1 835 545 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 2%-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 656 068 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,7%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3%);

ბ) ტრანზიტი – 405 208 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 21%);

გ) სხვა – 774 269 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -1,3%)”, – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 წლის მაისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+0,5%), აზერბაიჯანიდან (+8,7%), სომხეთიდან (+33%), რუსეთიდან (+42,5%) და უკრაინიდან (-5,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მაისშიც გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად 44%, 27%, 26%, 24% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (104%) და ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელარუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 42% და 43%–იანი, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები 639 %-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 15%-იანი ზრდა.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ფხალაძე – ესტონეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის დემონსტრირებაა
შემდეგი სტატიაისლამისტებმა მოსკოველი სტუდენტი გაიტაცეს