შსს-ს გენინსპექციამ ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელებულ ვიდეოებზე მოკვლევა დაიწყო

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო ორი დღის განმავლობაში მედიაში ვრცელდება ვიდეოები , სადაც ასახულია პატრულისა და მოქალაქის, ასევე პატრულისა და შსს-ს თანამშრომლის კადრები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
გენერალური ინსპექცია შეისწავლის, ჰქონდა თუ არა ადგილი პატრულის მხრიდან კანონდარღვევას, განხორციელდა თუ არა მოქალაქის მხრიდან სატელეფონო ზარები შს სამინისტროს თანამდებობის პირებთან. ინსპექცია ასევე შეისწავლის იმ ფაქტს, თუ საიდან მოხვდა აღნიშნული ვიდეოკადრები გარეშე პირებთან.
შესწავლის შედეგად გამოვლენილი კანონდარღვევების მიმართ იქნება კანონის შესაბამისი რეაგირება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შს სამინისტრო რეაგირების გარეშე არ დატოვებს არც ერთ მსგავს ფაქტს. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ როგორც მოქალაქის, ასევე თითოეული პოლიციელის კანონიერი უფლებები და პატივი იყოს დაცული”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინასვამ პოლიციელზე გავრცელებულ ვიდეოზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში გამოძიების დაწყებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – ყველაფერი გაკეთდება, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სამუშაოები წლის ბოლომდე დამთავრდეს