შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე სამი პირი დააკავა. დაკავებული არიან სამედიცინო ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი გიორგი ბეჟანიშვილი და „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის” ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ასათიანი, ასევე მოქალაქე ვალერი ნ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის სამედიცინო (სოციალური) ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი გიორგი ბეჟანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე, შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის” ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ასათიანი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ხოლო მოქალაქე ვალერი ნ. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვალერი ნ. გიორგი ბეჟანიშვილთან წინასწარი შეთანხმებით, 2500 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მოქალაქეს ყალბი ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე ინვალიდობის პენსიის დანიშვნაში დახმარებას დაჰპირდა. თავის მხრივ, გიორგი ბეჟანიშვილმა აღნიშნული ცნობის გაცემაში დახმარება სთხოვა ნინო ასათიანს. ასათიანმა შეადგინა და გასცა ჯანმრთელობის მდგომარეობის ყალბი ცნობა, რომლის თანახმად, მოქალაქეს დაუდგინდა შრომითი საქმიანობის უნარის მეორე ხარისხის შეზღუდვა ისე, რომ აღნიშნულ პირს შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრში“ არანაირი სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია.

სამართალდამცველებმა ქრთამის სახით გადაცემული თანხის ნაწილი – 1500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ან გამოყენების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უარყო უკრაინის კონფლიქტში რუსული ჯარის მონაწილეობა
შემდეგი სტატია“ივანიშვილის დაპირება რუსეთთან ურთიერთობის ე.წ. დალაგებაზე აღმოჩნდა ფარსი და ტყუილი,”