შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე სოციალური აგენტი ლევან ნავერიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდა

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების
ფაქტზე ამხილეს და დააკავეს სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტო”-ს
მარნეულის რაიონული განყოფილების სოციალური აგენტი ლევან ნავერიანი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ნავერიანი თანამდებობრივი
უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს სოციალურად დაუცველი პირის
სტატუსის მინიჭების და სახელმწიფო შემწეობის დანიშვნაში დახმარებას
დაჰპირდა. ლევან ნავერიანმა მოქალაქე ასევე დაარწმუნა, რომ მის ქონებრივ
სტატუსს სოციალური აგენტი არ შეამოწმებდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით
ყოველწლიურად მოითხოვა ერთი თვის შემწეობის თანხა 350 ლარის ოდენობით.
აღნიშნული თანხიდან 200 ლარი 2014 წლის ნოემბერში, ხოლო 150 ლარი 2015 წლის
მარტში გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე
მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს).

banner
წინა სტატიაშინიკა გილაურის 2008 წლის შემოსავალი, საქართველოს ფინანსთა მინისტრებს შორის – რეკორდულია
შემდეგი სტატიაგია უდესიანის პირველი კომეტარი