შსს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით 11 აგვისტოს, 18:00 საათიდან, თბილისში, უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, ავტომანქანების გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე აიკრძალება

კერძოდ, სრულად გადაიკეტება ცაბაძის ქუჩა, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან, ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე;

წერეთლის გამზირი დასაწყისიდან ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;

დაიკეტება ასევე დ.აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დ.აღამაშენებლის გამზირის კვეთიდან, დ.აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე;

ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე;

მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან, მ.წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე;

მძღოლები ასევე ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.

შედეგად, სრულად დაიკეტება ბ.პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის – „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები.

ავტომანქანებით გადაადგილება ქუჩების გადაკეტვის დროს ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კარბელაშვილი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია“თბილისი UEFA-ს სუპერთასის მატჩისთვის სრულიად მზად არის”