შსს-მ 88 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

სამართალდამცველებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რევაზ კ. ბათუმში, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

რევაზ კ. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 88 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,68554 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ფსიქოტროპულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ესპანეთის მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიაალვანში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა