შსს-მ 26 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თეიმურაზ გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თეიმურაზ გ. თბილისში, კედიას ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 26 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,208 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით თეიმურაზ გ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიასაპროკურორო საბჭო დღეს პირველ სხდომას გამართავს