შსს-მ 1 კგ-ზე მეტი თხევადი კოკაინი და 1 კგ და 220 გრამი კოკაინის ფხვნილი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის მორიგი ფაქტები აღკვეთა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა განყოფილებამ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, კოლუმბიის რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული დელია ქსიომარა რ. და ბრაზილიის ფედერაციის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული პრისილა სილვა ლ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა სან პაულოდან დუბაის გავლით, დუბაი-თბილისის რეისით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი შემოიტანეს. სამართალდამცველებმა დელია ქსიომარა რ-ს პირადი ჩხრეკისას 1 კილო და 0,75 გრამი თხევადი კოკაინი, ხოლო პრისილა სილვა ლ-ს პირადი ჩხრეკისას 1 კილო და 220,37 გრამი კოკაინის ფხვნილი ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
შემდეგი სტატიარიყე-ნარიყალას საბაგირო 10 დღით მგზავრების მომსახურებას შეაჩერებს